ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება ენის კვირეულის ფარგლებში (13-17 აპრილი) გამართავენ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
	
	გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა განაცხადი და თეზისები 2020 წლის 20 მარტამდე  გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: tsuconference@tsu.ge
	
	
		
		კონფერენციის რეგლამენტი:
	
	მოხსენება – 15 წუთი,
	
	მსჯელობა – 5 წუთი.
	
	კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
	
	
		
		თეზისების გაფორმების წესი:
	
	მომხსენებლის სახელი, გვარი;
	
	ორგანიზაცია;
	
	აკადემიური ხარისხი;
	
	მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
	
	მოხსენების სათაური;
	
	ფონტი: sylfaen
	
	ფონტის ზომა: 12
	
	ინტერვალი: 1,5
	
	მოცულობა: მაქსიმუმ 200-250 სიტყვა
	
	კონფერენციის სამუშაო ენა –  ქართული.
	
	გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.
	
	
		
		კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
	
	
		
		შედეგების შეტყობინების ბოლო ვადაა – 2 აპრილი.
	
	
		
		საკონტაქტო პირები:  ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, ასოც. პროფესორი თინათინ ბოლქვაძე
	
	თსუ, I კორპუსი, ოთახი 204
